გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

29 აგვისტო 2022, 11:18 589 ნახვა

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ქაქუთში. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეფრინველეობის ფერმის გზის 2 კილომეტრიანი პროექტის მიხედვით მოეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები, გაბიონები და ლითონის მილები.

ხელოვნური ნაგებობების მოწყობის შემდეგ მოხდება ასფალტობეტონის საფარის დაგება. 

პროექტის ღირებულება 700 ათასი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში