საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მონტენეგროსთან დამარცხდა

29 აგვისტო 2022, 13:55 626 ნახვა

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში მონტენეგროსთან 11-14 დამარცხდა.

ფავორიტი ამ შეხვედრაში მონტენეგრო იყო, თუმცა მეტოქეს საქართველოს ნაკრებმა კარგი წინააღმდეგობა გაუწია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 5 გოლი მარკო ელაჩას ანგარიშზეა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რომელიც ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარეობს საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 31 აგვისტოს 19:00 საათზე იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს უნგრეთში ჰქონდათ და ამის შემდეგ ეს უკვე მეხუთე ევროპის ჩემპიონატია. საუკეთესო შედეგი მე-10 ადგილი 16 გუნდიდან კი 2020 წელს დაიკავეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში