დარია დუგინას მკვლელობის ახალი დეტალები

29 აგვისტო 2022, 14:11 856 ნახვა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირის  შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მათი განცხადებით, „უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის“ კიდევ ერთმა წევრმა ბოგდან ციგანენკომ დარია დუგინას აფეთქება მოაწყო, თუმცა მან მოსკოვი დუგინას  მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ციგანენკო რუსეთში ესტონეთიდან 30 ივლისს შევიდა, ამავე ჯგუფის წევრს ნატალია ვოვკს ავტომობილის ყალბი სანომრე ნიშნები და დოკუმენტები გადასცა, ასევე მასთან ერთად ფარეხში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამზადა.

ცნობისთვის, დარია დუგინა 20 აგვისტოს ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში