უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერი ხუთი მიმართულებით მოიგერიეს

30 აგვისტო 2022, 12:59 486 ნახვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ხერსონის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს. ძლიერი აფეთქებები მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გაგრძელდა. 

სევერსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა სუმის ოლქის ობოდის, ნოვოვასილევკასა და მიროპოლსკოეს დასახლებები, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

"ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა პრუდიანკას, დემენტიევკას, რუსკაია ლოზოვაიას, პეტროვკას, სტარი სალტოვის, პიტომნიკის, სოსნოვკასა და ველიკიე პროხოდის დასახლებების ტერიტორიები.

მტერმა შეტევა განახორციელა უდას დასახლების ტერიტორიაზე ტაქტიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ უკან დაიხია“, - აცხადებენ გენშტაბში.

ტელეკომპანია "CNN"-ის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევის შედეგად 4 სოფელი გაათავისუფლეს. მანამდე რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტების თავდაცვის ხაზები გაარღვიეს, რის შემდეგაც დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკის ჯარისკაცებმა პოზიციები მიატოვეს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში