უკრაინის საგარეო უწყებამ თურქეთის ელჩს ნოტა გადასცა

30 აგვისტო 2022, 10:42 658 ნახვა

ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდის გავლის გამო თურქეთის ელჩს უკრაინის საგარეო უწყებაში ნოტა გადასცეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამინისტროს ხომალდ სპარტა მეორე-ს სირიიდან რუსეთში „ეს-300”-ის ტიპის სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთის ელჩს ვერბალური ნოტა ნიკოლაი ტოჩიცკიმ გადასცა, მან ელჩთან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 1936 წლის 20 ივლისის სრუტეების რეჟიმის შესახებ კონვენციის დებულებების თანახმად, აღნიშნული ხომალდი ექვემდებარება კონვენციის მიზნებისათვის სამხედრო გემის განმარტებას. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეს სთხოვა, წარმოადგინოს ოფიციალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც ხომალდმა ბოსფორის სრუტის გავლით გადაიტანა, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც თურქეთმა მიმართა კონვენციის დებულებების შესასრულებლად და რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში