ერაყში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

30 აგვისტო 2022, 10:24 631 ნახვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა,  350 კი დაშავდა. დაპირისპირება შიიტი სასულიერო პირის, მოქტადა ალ-სადრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკიდან მიდის. სადრის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ, უსაფრთხოების ძალებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სასულიერო პირის განცხადებას წინ უძღვოდა მისი მხარდაჭერების რამდენიმე თვიანი პროტესტი, ისინი ეთანხმდებოდნენ სადრის მოწოდებას, ერაყის პარლამენტის დაშლისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. შეტაკებების გამო ირანმა ერაყთან საზღვარი ჩაკეტა, ქუვეითმა კი თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში