უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე

30 აგვისტო 2022, 11:26 649 ნახვა

დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ბათუმში.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სკვერში მოქალაქეები, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალური მონუმენტი ყვავილებით შეამკეს.

ამ დროისთვის, საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანის ითვლება დაკარგულად, რომელთა ძებნა და იდენტიფიცირება გრძელდება. მათ შორის არიან საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და დაკარგული მებრძოლები.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში