ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

30 აგვისტო 2022, 10:12 650 ნახვა

ნიუ იორკში დაიწყო „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა. პირველივე დღეს გამოეთიშა ბრძოლას ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ქართველი 22 წლის ჩინელს იბინ ვუს ხვდებოდა, რომელიც რეიტინგში 178-ე ადგილზეა. ქართველმა იუნიორებს შორის მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან 3:6, 4:6, 0:6  წააგო.

უიმბლდონის შემდეგ, რომელშიც ბასილაშვილი მესამე წრეში გავიდა, ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, თანაც ისე, რომ ერთი სეტიც არ მოუგია.

ამ შეხვედრებში ბასილაშვილმა სამჯერ დათმო სეტი „მშრალი“ ანგარიშით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში