უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი აფრიკაში ჩავიდა

30 აგვისტო 2022, 14:45 592 ნახვა

ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი აფრიკაში ჩავიდა. ლიბანის დროშის ქვეშ მცურავი გემი 23 000 ტონა ხორბლით იყო დატვირთული, რომელსაც შემდეგ ეთიოპიაში გადაიტანენ.

გაეროს მონაცემებით 20 მილიონ ადამიანს სასურსათო დახმარება სჭირდება, ხორბლის შეფუთვასა და ტრანსპორტირებას ეთიოპიაში კი დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება.

ცნობისთვის, მარცვლეულის გადაზიდვის საფასური გაერომ გადაიხადა, უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარების სამ მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში