ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა პრაღაში

30 აგვისტო 2022, 14:32 728 ნახვა

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ჩეხეთის დედაქალაქში არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს დელეგაციაც არის მიწვეული.

მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები და კიევის დახმარებაა, ამასთან ცნობილია, რომ შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირის რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებასაც, თუმცა ამ საკითხზე წევრი ქვეყნების აზრი იყოფა. გადაწყვეტილება ცნობილი შეხვედრის შემდეგ გახდება.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და უკრაინელი სამხედროების მაღალ დონეზე გაწვრთნის საკითხსაც განიხილავენ.

თავის მხრივ მინისტრები თანხმდებიან, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში