ზაპოროჟიეს ატომური სადგურის შემსწავლელი ჯგუფი კიევშია

30 აგვისტო 2022, 17:58 701 ნახვა

ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს, რათა ქვეყანაში ადამიანები შესაძლო რადიაციული საფრთხისგან დაიცვას. ევროკომისიამ ამ ნაბიჯს „პრევენციული უსაფრთხოების ზომა“ უწოდა. ტაბლეტები უკრაინის მთავრობამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, თავდასაცავად მოითხოვა. 14 წევრისგან შემდგარი  გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობს, დღეს კიევში ჩავიდა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს კი ექსპერტები მიმდინარე კვირის ბოლოს მოინახულებენ. ისინი ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგის განხორციელებას გეგმავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში