ჯოზეფ ბორელის განცხადება

30 აგვისტო 2022, 19:57 510 ნახვა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. პრაღაში არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან და აგრძელებენ მის მხარდაჭერას. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეს მხოლოდ არაფორმალური შეხვედრა იყო, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება არ ხდება, არამედ შეთანხმდენ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებაზე, რაც თავის მხრივ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინელებთან კონტაქტსა და კანონიერი თუ საოპერაციო პარამეტრების განსაზღვრას ითვალისწინებს. რაც შეეხება სამხედრო სასწავლო მისიას, სად განთავსდება ის და რა უფლებამოსილებები ექნება მას, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში