პროკურატურამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

30 აგვისტო 2022, 22:08 751 ნახვა

ტყიბულში მომხდარი ჯგუფური მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად  განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა დანებით მ.მ-ს  სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით  (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით,სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში