არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი  

31 აგვისტო 2022, 12:02 572 ნახვა

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით  გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან კილოგრამ  არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

საკოორდინაციო შტაბში ადგილობრივ ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში