მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა საფრანგეთში

31 აგვისტო 2022, 13:32 627 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „მეცმა“ გასვლაზე 4:1 სძლია „როდეზს“. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა, საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი მიქაუტაძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, შესვენების შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძის ანგარიშზე 6 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასია. "როდეზის" ღირსებას ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე იცავენ, მაგრამ ისინი ამ შეხვედრის განაცხადში არ იყვნენ.

„მეცი“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და 2 სექტემბერს „ანსის“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში