ევროკავშირი რუსეთის მოქალებიისთვის შენგენის ვიზის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდა

31 აგვისტო 2022, 16:56 704 ნახვა

რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების შეზღუდვის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ, პრაღაში არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს ვიზების აღების მარტივი გზა გაუუქმა, სანაცვლოდ დაუწესა დამატებითი გადასახადი და ვიზის მისაღებად მათ მეტი დრო დასჭირდებათ.

ინფორმაცია სააგენტო „როიტერს“-მა გაავრცელა. ამ დროისთვის მინისტრებს დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში