ცნობილია ევროპული ნაკრების შემადგენლობები, რომლებიც თბილისში ითამაშებენ

31 აგვისტო 2022, 18:35 1067 ნახვა

ხვალ 1 სექტემბერს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც 4 ევროპული ქალაქი უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქალაქებს შორის ერთ-ერთი არის თბილისი, სადაც ''ა'' ჯგუფის წევრები მოიყრიან თავს.

"A" ჯგუფში საქართველოსთან ერთად ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროსა და ბულგარეთის ნაკრებები იასპარეზებენ. ევრობასკატის ფარგებში საქართველოს დედაქალაქს არაერთი ევროპელი ვარსკვალავი ესტუმრება.

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები:  

  • ლორენსო ბრაუნი (მაკაბი),
  • ხაიმე პრადილა,
  • ხაბი ლოპეს-აროსტეგი (ორივე – ვალენსია),
  • რუდი ფერნანდესი (რეალი),
  • ხაიმე ფერნანდესი,
  • დარიო ბრიზუელა,
  • ალბერტო დიაზი (ყველა – უნიკახა),
  • სებას საიზი (ტოკიო),
  • ვილი ერნანგომესი (ნიუ ორლეანი, NBA),
  • უსმან გარუბა (ჰიუსტონი, NBA),
  • ხუანჩო ერნანგომესი (იუტა, NBA),
  • ხოელ პარა (ხუვენტუტი).

თურქეთის საკალათბურთო ნაკრები: 

  • ალპერენ სენგუნი (ჰიუსტონი, NBA),
  • ბუგრაჰან თუნჩერი,
  • შეინ ლარკინი,
  • სეჰმუს ჰაზერი,
  • იგიტჩან საიბირი (ყველა – ეფესი),
  • ჩედი ოსმანი (კლივლენდი, NBA),
  • ერკან ოსმანი (ბეშიქთაში),
  • ფურკან კორკმაზი (ფილადელფია, NBA),
  • მელიჰ მაჰმუტოღლუ (ფენერბაჰჩე),
  • ონურალპ ბიტიმი (ბურსასპორი),
  • სადიკ კაბაჩა (გალათასარაი),
  • სერტაჩ სანლი (ბარსელონა).

ბულგარეთის საკალათბურთო ნაკრები: 

  • ალეკსანდარ იანევი,
  • დეიან კარამფილოვი,
  • ჩავდარ კოსტოვი (ყველა – რილსკი სპორტისტი),
  • ალეკსანდარ ვეზენკოვი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი),
  • ალეკს სიმეონოვი,
  • ანდრეი ივანოვი (ორივე – ცსკა),
  • დიმიტარ დიმიტროვი,
  • პავლინ ივანოვი,
  • სტანიმირ მარინოვი (ყველა – ბალკანი),
  • დი ბოსტი (გალათასარაი, თურქეთი),
  • ემილ სტოილოვი (ესტუდიანტესი, ესპანეთი),
  • ივან ალიპიევი (არკადია).

მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრები:

  • კენდრიკ პერი( უნიკახა),
  • ბოიან დუბლიევიჩი(ვალენსია),
  • ზორან ნიკოლიჩი (ბუდოჩნოსტი),
  • ნემანია რადოვიჩი (მურსია),
  • პეტარ პოპოვიჩი (ბუდოჩნოსტი),
  • იგორ დრობნიაკი (ბუდოჩნოსტი),
  • მარკო სიმონოვიჩი (ჩიკაგო , NBA ),
  • ზორან ვუკშელიჩი, ალექსა ილიჩი (დერბი),
  • ნიკოლა პავლიშევიჩი (დერბი),
  • დინო რადონჩიჩი (სარაგოსა),
  • ვლადიმირ მიხაილოვიჩი (მონრარი). 

ბელგიის საკალათბურთო ნაკრები:

  • მანუ ლეკომტე (იონავა),
  • ჯონათან ტაბუ (ლიმბურგ იუნაიტედი), ალექს ლიბერტი (შარლერუა),
  • რეტინ ობასოჰანი (ასველ),
  • კვენტინ სერონი (ბულაზაკ დორდონი),
  • ლოიკ შვარცი (ორლეან ლუარესი),
  • ჟან-მარკ მუვემა (ანტვერპენი),
  • ვრენც ბლეიენბერგი(ოსტენდე),
  • ჰანს ვანვინი (ნანტერ 92),
  • პიერ-ანტუან ჟალე (ოსტენდე),
  • მაქსიმ დე ზეევი (ლიმბურგ იუნაიტედი),
  • კევინ ტუმბა(ბრიუსელი),
  • ისმაელ ბაკო (ბოლონია ვირტუსი),
  • ჰარის ბრატანოვიჩი (ოსტენდე).

რაც შეეხებათ მასპინძლებს, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გამოვა: 

  • გიორგი ცინცაძე,
  • რატი ანდრონიკაშვილი,
  • თად მაკფადენი,
  • მიხეილ ბერიშვილი,
  • კახაბერ ჯინჭარაძე,
  • მერაბ ბოქოლიშვილი,
  • დუდა სანაძე,
  • ბექა ბურჯანაძე,
  • ბექა ბექაური,
  • სანდრო მამუკელაშვილი,
  • გოგა ბითაძე,
  • გიორგი შერმადინი.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი, პრაღა და კიოლნი  მიიღებს, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში ჩატარდება.

ევრობასკეტი თბილისში ხვალ 1 სექტემბერს ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩით 15:30 გაიხსნება.

საქართველოს ნაკრები კი ხვალვე 21:00 საათზე ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში