ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ბათუმმა" მორიგი შეხვედრა მოიგო

31 აგვისტო 2022, 23:15 790 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში "ბათუმმა" მორიგი შეხვედრა მოიგო.

ბათუმელებმა შინ "ივერიას" უმასპინძლეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2-1 დაამარცხეს. გოლები სელიმბას და ჭურკვეიძის ანგარიშზეა.

მარცხი განიცადა "ბათუმის" მთავარმა კონკურენტმა "რაჭამ", რომელიც გასვლაზე სოხუმის "დინამო"-2 თან 3:1 დამარცხდა.

12 ჩატარებული მატჩის შემდეგ ბათუმის ქალთა საფეხბურთო კლუბს 32 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

13 შეხვედრაში 31 ქულა დააგროვა "რაჭამ", ხოლო ასევე 13 მატჩი აქვს გამართული სოხუმის "დინამო"-2 ს და 30 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში