ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო, დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო

01 სექტემბერი 2022, 11:48 759 ნახვა

რუსი სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულმა დამცავმა სისტემამ მეხუთე ელექტრობლოკი გამორთო - ინფორმაციას უკრიანული მედია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

"ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის წინ რაშისტებმა ბირთვულ სადგურზე ახალ პროვოკაციეს მიმართეს. პირველ სქტემბერს, 04:57 საათზე რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ნაღმტყორცნებიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პლატფორმისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად ამუშავდა ავარიული დაცვა და გაითიშა მომუშავე მეხუთე ენერგობლოკი“,- ნათქვამია „ენერგოატომის“ განცხადებაში.

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსული ძალები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ატომურ სადგურზე ვითარება დაიძაბა

ენერგოდარის მერის დმიტრო ორლოვის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს  ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას ვერ ახერხებს, რადგან რუსები შეთანხმებულ მარშრუტებს ბომბავენ.

შეგახსენებთ, რომ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც ამ დროისთვის ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ვითარების შესასწავლად იმყოფებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში