ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

01 სექტემბერი 2022, 12:03 624 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში უწყვეტი სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად ახალი კერებიც წარმოიქმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში