პრაღაში ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა

01 სექტემბერი 2022, 12:16 918 ნახვა

პრაღაში ევროპის ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. 11-დან 8,5 ქულით ჩემპიონის ტიტული პოლონელმა მონიკა სოჩკომ მოიპოვა. 8-8 ქულით II – VI ადგილები გაინაწილეს:

  • გუნაი მამადზადამ (აზერბაიჯანი)
  • ულვია ფატალიევამ (აზერბაიჯანი),
  • ლილიტ მკრტჩიანმა (სომხეთი),
  • ალექსანდრა მალცევსკაიამ (პოლონეთი)
  • ირინა ბურმაგამ (რუმინეთი).

აღსანიშნავია, რომ I-IX ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო თასის გათამაშების საგზური მოიპოვეს. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგი 7.5 ქულა და მე-12 ადგილი ლელა ჯავახიშვილმა დააფიქსირა.

რაც შეეხება სხვა ქართველი სპორტსმენებს მათი ტექნიკური შედეგი ასეთია:

  • 16.ნანა ძაგნიძე - 7 ქულა;
  • 30. სალომე მელია - 6,5 ქულა;
  • 43. ნინო ბაციაშვილი - 6 ქულა;
  • 73. ლილე ქორიძე - 5 ქულა;
  • 74. დიანა ლომაია - 5 ქულა;
  • 100.ელენე წოწონავა - 4,5 ქულა.

რიგით 22-ე ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატი პრაღაში 21 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში