კლინიკის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად “ლუკოილის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა 

01 სექტემბერი 2022, 14:19 736 ნახვა

ნავთობკომპანია "ლუკოილის"  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" წერს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. პარალელურად გავრცელდა კომპანია "ლუკოილის" განცხადება.

კომპანიაში მაგანოვის გარდაცვალებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ის მძიმედ იყო ავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში