თხილის ფასი - მეთხილე ფერმერების, ოპოზიციის პროტესტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოხმაურება

01 სექტემბერი 2022, 15:03 1013 ნახვა

ქაქუთსა და ლეღვაში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და თხილის ფასები გააპროტესტეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერები მოატყუა, როდესაც მათ თხილზე ფასების ზრდას და ახალი ექსპორტიორი კომპანიების შემოყვანას დაჰპირდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ თხილის კრეფის სეზონი უკვე იწურება და ფასები ბაზარზე დაბალია. ამბობენ, რომ მოწესრიგებული, შეწამლული ბაღების მოვლა-შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.  კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასი კი 3 ლარამდეა.

ფერმერების პრეტენზიებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს. დაბალ ფასს მოსავლის უხარისხობით ხსნიან. განმარტავენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში