ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გუნდი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა

01 სექტემბერი 2022, 18:00 783 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. დელეგაცია დილით უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი რამდენიმე საათით მას შემდეგ გადაიდო, რაც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა, წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი კი, რომლითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უნდა გადაადგილებულიყვნენ, დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით,  დაბომბვა რუსულმა ძალებმა მისიის ვიზიტისთვის ხელის შეშლის მიზნით განახორციელეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო განვითარებულ მოვლენებს  გამოეხმაურა და განაცხდა რომ "დროა, შეწყდეს ცეცხლთან თამაში".

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში