უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

02 სექტემბერი 2022, 11:11 496 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ შეუშვეს.  მისივე თქმით, რუსები ცდილობენ, ინსპექტორების ვიზიტი უნაყოფო ექსკურსიად გადააქციონ.

ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ზაპოროჟიეს სადგურზე არსებულ საფრთხეებს სათანადოდ შეაფასებენ.შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული.

აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში