გოგა ბითაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა

02 სექტემბერი 2022, 19:01 4520 ნახვა

გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ბელგიასთან მატჩიდან ფეხის ტკენის გამო გასულმა ცენტრმა დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა, - ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციია ავრცელებს.

ბითაძე დღეს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშზე იქნება, მაგრამ დაისვენებს და მდგომარეობის განვითარებას დაელოდება. თუ როგორია მისი მდგომარეობა.

ტრავმის შესახებ გოგა ბითაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარა შანსის შემთხვევაშიც კი ითამაშებს:

"თამაშის შანსებზე საუბარი უფრო ადვილი ხვალ იქნება, დღეს ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ", - აცხადებს ბითაძე. 

3 სექტემბერს თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში