ხანძარი შილდის ტყეში

02 სექტემბერი 2022, 19:49 1193 ნახვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მთებში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია და თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ვერტმფრენები კახეთში ბორჯომის ხეობიდან ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობდნენ. ამ დროისთვის სოფელ შილდის მთებში, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მუშაობს. ალპურ ზონასთან ახლოს ხანძარი 1 სექტემბერს გაჩნდა და ცეცხლის 10-მდე კერაა. რაც შეეხება ლიკანს ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში