ვითარება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში

03 სექტემბერი 2022, 11:12 717 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე დაირღვა - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

რაფაელ მარიანო გროსის თქმით, ყველაფერი შემოწმდა, უსაფრთხოების სისტემის შეფასებისას კი აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა შედარებით კარგად მუშაობდა, თუმცა ამასთანავე იყო შეფერხებები. დირექტორის განცხადებით,  ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობის დროს გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ეთანხმება სააგენტო უკრაინის მოთხოვნას, ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით - გროსის ამბობს, რომ ორგანიზაცია არ აყვება „ხმაურს“ და „მანიპულაციას“. მან ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს - ზაპოროჟიეში მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში