ა/ო “საორსა” ქალთა უფლებებისთვის 

03 სექტემბერი 2022, 14:20 1192 ნახვა

„უფლებადამცველთა პროფესიული გადამზადების სკოლა“  სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტს   ორგანიზაცია „საორსა“ ბათუმში ახორციელებს. პროექტის 13 მონაწილე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან 45 მსურველს შორის შეარჩიეს.

მსმენელები, რომლებიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები არიან, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით 4 დღის განმავლობაში სპეციალურ ცოდნას და უნარებს შეიძენენ.

ძირითადი თემები ფებიციდი, ქალთა მიმართ სექსუალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა იქნება.

პროექტის მიზანია გააძლიეროს და პროფესიულად გადაამზადოს მომავალი უფლებადამცველები ასევე ქალებს მისცენ  კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

როგორც ორგანიზაცია საორსაში აცხადებენ, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა კვალიფიციურ უფლებადამცველებზე, მათი არაფორმალური განათლება კი ხშირად ხელმისაწვდომი არაა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში