პუტინი-ერდოღანის სატელეფონო საუბარი 

03 სექტემბერი 2022, 17:31 1950 ნახვა

თურქეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხიც განიხილეს. ერდოღანი და პუტინი, აღნიშნულ საკითხებს უზბეკეთის დედაქალაქში, 15-16 სექტემბერს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში