სოფელ შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

03 სექტემბერი 2022, 20:07 772 ნახვა

კახეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია. ცეცხლის კერა დაახლოებით 10 ჰექტრამდეა გავრცელებული. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

სტიქიის ზონაში ჩავიდა და თავად გაეცნო სალიკვიდაციო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიც. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობას საკუთრი სურვილით მოხალისეებიც იღებენ.

გარდა ამისა, უკვე დასრულებულია გზის გაჭრა და ცოტა ხანში, სტიქიის ზონაში შესვლას დაიწყებს სპეციალური ტექნიკა და ცოცხალ ძალასთან ერთად ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება.

ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში აქტიურად მუშაობს ავიაცია.

დღეს ასევე ხანძარი გაჩნდა  ნაფეტვრების ტყეში - ცეცხლი ბალახის საფარსა და ხეებს უკიდია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ტყეში ცეცხლის რამდენიმე კერაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში