ჯონ კირბი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებზე 

04 სექტემბერი 2022, 11:34 536 ნახვა

რიტორიკა, რომელიც გვესმის რუსეთისგან, სრულიად უპასუხისმგებლოა ბირთვული სახელმწიფოსთვის, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში. ჯონ კირბიმ ისაუბრა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

ასევე ისაუბრა რუსი მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებაზე და აღნიშნა, რომ აშშ არ არის მომხრე, ვიზებზე შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეს დაუწესდეს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსი ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას იწვევს, კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება.

მისივე თქმით, რასაც დღეს ვხედავთ, არ იძლევა რაიმე იმედს, რომ პუტინი მზად არის უკრაინაში ომი დაასრულოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში