სამსახურებრივი გულგრილობის, ქრთამის მიცემის ფაქტები გაიზარდა - შსს

04 სექტემბერი 2022, 14:37 852 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის გაცემის დანაშაულების სტატისტიკა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

ბოლო 7 თვის მონაცემებით, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით: სამსახურებრივი გულგრილობა - 51.35%-ით, ქრთამის მიცემა 33.33%-ით, სამსახურებრივი სიყალბე კი -  32.26-ით.

შსს-ის ცნობით, ჯამში 2022 წლის პირველ 7 თვეში რეგისტრირებული 346 დანაშაულიდან გახსნილია 80. უწყების ინფორმაციით, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რიცხვი 8.47%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ამ მიმართულებით 2022 წლის პირველ 7 თვეში, 2021 წელთან შედარებით დანაშაულების რიცხვი 23.62%-ით გაიზარდა.

წელს შსს-მ ყალბი დოკუმენტების დამზადების 578 შემთხვევა აღრიცხა, რაც წინა წლის ამავე მაჩვენებელს 120-ით აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში