პრაღაში დაგეგმილი სამიტი

04 სექტემბერი 2022, 14:38 670 ნახვა

„გარდიანის“ ცნობით, ევროკავშირი ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიწვევას გეგმავს.

სამიტზე განხილული იქნება ახალი ორგანიზაცია, რომელიც ევროპის კონტინენტის დემოკრატიებს გააერთიანებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება მიწვეული ჩეხეთის დედაქალაქში, ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებით სირთულეების მიუხედავად.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სამიტზე მიწვეულებს შორის იქნებიან ასევე ნორვეგია და შვეიცარია, აგრეთვე ცხრა ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვიან, მათ შორის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, აგრეთვე სომხეთი და აზერბაიჯანი.

ამასთან, როგორც მედია წერს, ევროკავშირის შიგნით სადავოა სამიტზე თურქეთის მიწვევის საკითხი, რადგან ამას საბერძნეთი და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან.

როგორც შარლ მიშელმა ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა მიიწვიოს თურქეთი, თუმცა მას სურს, დარწმუნდეს, რომ ამას ყველა კოლეგა უჭერს მხარს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში