გენადი ხაიდაროვი სამხედრო პატივით დაკრძალეს 

04 სექტემბერი 2022, 17:40 2055 ნახვა

სამხედრო პატივით დაკრძალეს ბათუმში პირველი რანგის კაპიტანი გენად ხაიდაროვი.  საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების და შავი ზღვის საერთაშორისო  სამხედრო საზღვაო ძალების სარდალს საზოგადოება ბათუმის საზღვაო სადგურში გამოემშვიდობა.

გენადი ხაიდაროვი  48 წელი ემსახურებოდა  საზღვაო სფეროს, იგი  საქართველოს სამხედრო საზღვაო აკადემიასაც ხელმძღვანელობდა, მან განსაკუთრებული  წვლილი შეიტანა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტების არაერთი თაობის აღზრდაში.

ხაიდაროვს, როგორც  საერთაშორისო  საზღვაო ექსპერტსაც იცნობდნენ. იგი საპატიო ყარაულის თანხლებით, გემების სიგნალით გააცილეს. 

გენად ხაიდაროვი 2006 წლიდან ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო დეპარტამენტის, ხოლო  2011 წლიდან დღემდე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს  თანამშრომელი იყო. იგი უზრუნველყოფდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურების უშიშროებასა და უსაფრთხოებას.

კოლეგები მასზე, როგორც პროფესიონალზე საუბრობენ, რომლმაც არაერთი სამხედრო ოფიცერი აღზარდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში