კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში

04 სექტემბერი 2022, 20:02 1567 ნახვა

კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 1 700 000 ადამიანი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების რისკის ქვეშ იმყოფება, რაზეც ექსპერტები აქტიურად საუბრობენ. ამ კუთხით ერთ-ერთი მოწყვლადი რეგიონი აჭარაა. 

რისკების პრევენციის მიზნით ქვეყანში სრულიად ახალი პროექტი ინერგება. საფრთხის რუკები საშუალებას იძლევა მიიღო ადრეული შეტყობინება ამა თუ იმ სტიქიური მოვლენის შესახებ, შესაბამისად შესაძლებელია საფრთხე მართო ეფექტიანად.

პროექტი 2019 წლიდან დაიწყო, რომელიც საქართველოს მთავრობის ჩართულობით და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ფინანსდება, მათ შორის პროექტის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში