კანადაში თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

05 სექტემბერი 2022, 11:54 600 ნახვა

კანადის სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, - ინფორმაციას "BBC"-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი ეჭვმიტანილი დაასახელეს : 31 წლის დემიენ სანდერსონი და 30 წლის მაილს სანდერსონი, რომლებიც მიმალულები არიან და შეიარაღებულ და საშიშ პირებად მიიჩნევიან, რის გამოც პროვინციის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

თავდამსხმელები გაქცევა შეძლეს, ისინი კვლავ შეიარაღებულები არიან. სამართალდამცველებმა რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში