ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს?

05 სექტემბერი 2022, 14:11 516 ნახვა

რამდენიმე წუთში დიდი ბრიტანეთის ახალი  პრემიერ-მინისტრის ვინაობა გახდება ცნობილი. კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსა და ყოფილ ფინანსთა  მინისტრ რიში სუნაკს შორის უნდა გააკეთონ. შ

იდაპარტიული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ ლიზ თრასი გახდება. თრასი 22%-ით უსწრებს მის კონკურენტს  რიში სუნაკს.  პარტიის 450 წევრიდან  ლიზ თრასს მხარს 61% უჭერს, ხოლო რიში სუნაკს – 39%.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან 7 ივლისს გადადგა. მიზეზად რამდენიმე სკანდალური შემთხვევა სახელდება: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარება და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში