ბათუმში “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” გაიხსნა

05 სექტემბერი 2022, 14:42 610 ნახვა

ბათუმში “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” გაიხსნა. პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს  შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით,  რაც მომავალში მათ დაეხმარება იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

სასწავლო პროგრამას კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები წარუძღვებიან. პროექტში სტუდენტები 11 ქვეყნიდან არიან ჩართულები. 

ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” იუსეიდის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში