''ერთად ჩავატაროთ BIAFF-ი'' - კინოფესტივალის მხარდასაჭერად თანხის შეგროვება დაიწყო

06 სექტემბერი 2022, 11:01 900 ნახვა

„BIAFF„-ი წელს ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. კინოფესტივალის ისტორიაში პირველად ღონისძიება შემოწირულობებით ჩატარდება. ორგანიზატორებმა თანხების შეგროვება უკვე დაიწყეს.

ფესტივალის დამფუძნებლის ზვიად ელიზიანის განცხადებით, უარი მიიღეს დაფინანსებაზე ბათუმის მერიიდანაც, რომელიც ბოლო 16 წელი წარმოადგენდა ძირითად მხარდამჭერს აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად.მხარდამჭერი უწყებების განმარტებები ღონისძიების ორგანიზატორებისთვის გაუგებარია. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, წელს „BIAFF„- ი მაინც გაიმართება და დაიწყო კამპანია სლოგანით -„ერთად ჩავატაროთ „BIAFF„-იF“. აჭარის კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს ნაკლებად ბიუჯეტური ფესტივალები დაფინანსდება.

უწყების ინფორმაციით, კინოფესტივალის ორგანიზატორებმა თანადამფინანსებლების შესახებ დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინეს , რის გამოც საგრანტო კომისიამ მაღალი ქულით ვერ შეაფასა. ბათუმის მერიაში საპასუხო კომენტარს ველოდებით. „BIAFF„- ის ბიუჯეტი გასულ წელს 150 000 ლარი იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში