იაპონიასა და სამხრეთ კორეას ტაიფუნმა გადაუარა

06 სექტემბერი 2022, 10:12 481 ნახვა

იაპონიის ქალაქ ფუკუოკას ტაიფუნმა ჰინამნორმა გადაუარა. ძლიერი ქარი და  წვიმა ასობით ავიარეისის გაუქმების მიზეზი გახდა. სტიქიური უბედურების რაიონში პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ტაიფუნი  ჰინამნორმი დაატყდა თავს სამხრეთ კორეასაც. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ქვეყნის სამხრეთ რაიონებიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.  საპორტო ქალაქ ბუსანში გიგანტურმა ტალღებმა ჯებირები გაანგრია და გზები დატბორა.

ტაიფუნის გამო შეჩერებულია ავიამიმოსვლა, დაიხურა სკოლები და საწარმოები. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაციაში საზღვაო ძალები ჩართო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში