რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს

06 სექტემბერი 2022, 14:06 646 ნახვა

დილით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილი დაბომბეს.  დანგრეულია საცხოვრებელი სახლი, რომლის  ნანგრევებიდან ორი ქალი და ერთი კაცი გადაარჩინეს. ისინი არ დაშავებულან. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ.

სარაკეტო დარტყმის  შედეგად სერიოზულად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა. 

გასული ღამით ხარკოვის სამრეწველო რაიონი დაიბომბა.  ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ნანგრევების გასუფთავებისას  ერთი დაღუპული ქალის ცხედარი იპოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში