შეფასებები ვლადიმერ პუტინის ახალ განცხადებაზე

06 სექტემბერი 2022, 20:19 718 ნახვა

„რუსეთი საქართველოსთან, მოლდოვასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან კოორდინაციაში ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს დააკვირდება“. ამის შესახებ საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალ კონცეფციაში წერია, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება დსთ-ს ქვეყნებთან და „თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან“, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ თანამშრომლობის გაღრმავება. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მხარს უჭერს, იცავს მათ უფლებებსა და ინტერესებს რუსული კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში