ლიზ ტრასის გაპრემიერება და პირველი განკარგულებები

06 სექტემბერი 2022, 20:55 659 ნახვა

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, ქვეყნის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მთავრობის ფორმირება ლიზ ტრასს დაავალა. ბრიტანეთის მონარქი კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში შეხვდა. ლიზ ტრასი ლონდონში დაბრუნების შემდეგ პრემიერის რეზიდენციიდან  მოსახლეობას მიმართავს.ბრიტანეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი მთავრობის წევრებს დღესვე შეარჩევს. მანამდე ციხესიმაგრეში ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმყოფებოდა, რომელმაც ქვეყნის დედოფალს გადადგომის წინადადებით მიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში