დღეს ჩემპიონატთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება

07 სექტემბერი 2022, 10:12 1115 ნახვა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ინგლისურ "ლივერპულს" უმასპინძლებს. 21 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის კი ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველი მატჩი იქნება.

ამ კლუბებს შორის ჩატარებული 8 შეხვედრიდან 3-ჯერ ნეაპოლელებმა მოიგეს, 3-ჯერ ინგლისელებმა, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გეტყვით რომ გუშინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის კლუბმა "კოპენჰაგენმა" ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც დანიური კლუბი გასვლაზე "დორტმუნდთან" 3-0 დამარცხდა. დათა ხოჭოლავამ ამ დაპირისპირებაში 81 წუთი ითამაშა

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში