სტოლტენბერგის ინტერვიუ

07 სექტემბერი 2022, 14:45 622 ნახვა

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ წინ შეიძლება იყოს რთული ექვსი თვე, ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საშიშროებით.

„უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის, დავრჩეთ ჩვენს გზაზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში