ევროკავშირი რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარს დააწესებს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

07 სექტემბერი 2022, 15:34 635 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარს დააწესებს - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა წინადადებები ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასების შესამცირებლად, რაც რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად, მოიცავს ევროკავშირში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.

"ჩვენ დავაწესებთ ფასის ზედა ზღვარს რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“,- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

როგორც "როიტერი" წერს, ევროპაში ელექტროენერგიისა და საწვავის ფასები გაიზარდა რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის გამო. მოსკოვი ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებსა და დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს თვლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში