ალბანეთი-ირანი დიპლომატიური კრიზისი

07 სექტემბერი 2022, 17:52 567 ნახვა

ივლისში განხორციელებული კიბერთავდასხმის გამოძიების შემდეგ ალბანეთმა ირანელ დიპლომატებს  ქვეყნის დატოვება უბრძანა და თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ოფიციალურმა ტირანამ განხორციელებული კიბერთავდასხმა  ირანის „სახელმწიფო აგრესიად“ შეაფასა. პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ირანის საელჩოს ყველა თანამშრომელს  24 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად. პრემიერის თქმით,  არის  "უტყუარი" მტკიცებულება იმისა, რომ თეირანი მხარს უჭერდა "სერიოზული კიბერშეტევის აქტს ალბანეთის რესპუბლიკის მთავრობის ციფრული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ". ალბანეთის ამ გადაწყვეტილებაზე  ირანს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში