ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ვიზიტს უზღუდავენ

07 სექტემბერი 2022, 19:43 769 ნახვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები; ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩასულ მოქალაქეებს თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლა შეუზღუდონ, - ამის შესახებ აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა იმედოვნებს, რომ შესვლის აკრძალვა სექტემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ახალ წესს მთავრობები ოფიციალურად დაამტკიცებენ. ქვეყნები უკან დააბრუნებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც ევროკავშირის შენგენის ღია სასაზღვრო ზონაში შესასვლელი ვიზა აქვს. გამონაკლისი შეეხებათ ჰუმანიტარული და ოჯახური მიზეზების გამო შესვლის მსურველებს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებსა და დიპლომატებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში