ბარაკ და მიშელ ობამები თეთრ სახლში დაბრუნდნენ

08 სექტემბერი 2022, 11:29 605 ნახვა

ბარაკ და მიშელ ობამები 5 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდნენ თეთრ სახლში. მათ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უმასპინძლა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი რეზიდენციაში მათი ოფიციალური პორტრეტების გასახსნელად დაპატიჟეს. ბარაკ ობამას პორტრეტის ავტორი მხატვარი რობერტ მაკკერდია, ხოლო მიშელ ობამა ბრუკლინელმა მხატვარმა შერონ სპრინგმა დახატა.აშშ-ის პრეზიდენტებისა და პირველი ლედების დიდი პორტრეტები თეთრი სახლის დერეფნებსა და კაბინეტებშია გამოფენილი. ტრადიციისამებრ, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი ოფიციალური პორტრეტის გახსნის ცერემონიაზე თეთრ სახლში ბრუნდება, თუმცა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ობამასთვის ეს ცერემონია არ გამართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში